კაფე ფუნიკულიორის შესახებ

ფუნიკულიორის კომპლექსის პირველ სართულზე განთავსებულ, პურ-ფუნთუშეულის კაფე „ფუნიკულიორის" ნათელ და ხალისიან სივრცეში მუდამ მადისაღმძვრელი, ტკბილი სუნი ტრიალებს. სწორედ აქ მზადდება საფირმო ცხელი "პონჩიკები", ყველა სახის ხაჭაპური და უგემრიელესი ტკბილეული. პურ-ფუნთუშეულთან ერთად, წარმოდგენილია ადგილზე მომზადებული სხვადასხვა სახეობის ნაყინი.

კაფე „ფუნიკულიორი“ გარშემორტყმულია ვრცელი ტერასით, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი დედაქალაქზე.

სამზარეულო: საცხობი/საკონდიტრო
ადგილის რაოდენობა: 160

სამუშაო საათები:

ორშაბათი 12:00-23:00

სამშაბათი 12:00-23:00

ოთხშაბათი 12:00-23:00

ხუთშაბათი 12:00-23:00

პარასკევი 12:00-23:00

შაბათი 12:00-23:00

კვირა 12:00-23:00