მთავარი

სიახლეები

მენიუ

გალერეა

img
რესტორანი ფუნიკულიორი
კომპლექსის მეორე სართულზე განთავსებული რესტორანი „ფუნიკულორი“, თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანია. კლასიკურ ქართულ კერძებზე ორიენტირებული, საკუთარი შეფ-მზარეულების კრეატიულობის წყალობით, სტუმრებს ოდნავ მოდიფიცირებული, ახალი ინგრედიენტებით შეზავებული კერძებით უმასპინძლდება. ესპანური ჯოსპერის გრილი და ღუმელი საუკეთესოდ წარმოაჩენს ყოველი კერძის გემოს, ხოლო ღვინის გალერეისა და გამოცდილი სომელიეს წყალობით, საშუალება მოგეცემათ შეარჩიოთ ისეთი ღვინო, რომელიც საუკეთესოდ შეეფერება თქვენს შეკვეთილ კერძებს. ამ ყველაფერს დახვეწილ და კომფორტულ გარემოში დააგემოვნებთ, რომელიც ტყავის სავარძლებით, მარმარილოთი და ოთარ ვეფხვაძის სურათებითაა გაწყობილი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რესტორანში მოქმედებს ე.წ. დრეს კოდი: კლასიკური/ელეგანტური ჩაცმულობა.

სიახლეები