კოკა იგნატოვის პანო

საუკეთესო აჭარული ხაჭაპური და საფირმო ცხელი პონჩიკი

მთიულური და ქალაქური ხინკალი ჩელაში

უმაღლესი ხარისხის ღვინის არჩევანი რესტორან ფუნიკულიორში

კოქტეილები, რომლებსაც მხოლოდ ფუნიკულიორის ლაუნჯ-ბარში დააგემოვნებთ

ყველაზე ელეგანტური წვეულებათა დარბაზი

დახვეწილი ქართული სამზარეულო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
„ფუნიკულიორის“ სამსართულიანი შენობა 1936-38 წლებში აშენდა. ის თბილისის ისტორიული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ადგილობრივებისა და ქალაქის სტუმრების საყვარელ ადგილად ითვლება. მისი რეკონსტრუქცია 2007 წლიდან „ჯი-ემ-თი ჯგუფის“ ძალისხმევით განხორციელდა. პროექტით გათვალისწინებული ფასადი უცვლელად შენარჩუნდა, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა კოკა იგნატოვის ცნობილ პანოს, ხოლო ინტერიერი ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით მოიწყო.

ამჟამად კომპლექსი აერთიანებს 5 უმაღლესი ხარისხის კვების ობიექტს: საუკეთესო ხორცის რესტორანს „ჩელა“, პურ-ფუნთუშეულის კაფე-საკონდიტროს „პური გულიანი“, ლაუნჯ-ბარს, ლეგენდარულ რესტორანს „ფუნიკულიორი“ და ელეგანტური წვეულებათა დარბაზს. თითოეული ობიექტი უნიკალურია და გამოირჩევა უგემრიელესი სამზარეულოთი, დახვეწილი ინტერიერითა და შექმნილი ატმოსფეროთი. აქ ნებისმიერი გემოვნების, სურვილების, ასაკისა და შემოსავლის სტუმარი თავს კომფორტულად იგრძნობს. მობრძანდით ოჯახთან ერთად, საქმიან შეხვედრაზე ან უბრალოდ მოწყდით ყოველდღიურ ხმაურს - ჭონქაძის ქუჩიდან ამომავალი საბაგირო 3 წუთში სულ სხვა გარემოში მოგახვედრებთ, ჩვენთან მოსასვლელად მიზეზის პოვნა კი მარტივია...
ბოლო სიახლეები