ფუნიკულიორის კომპლექსის პირველ სართულზე განთავსებულ, პურ-ფუნთუშეულის კაფე „ფუნიკულიორის" ნათელ და ხალისიან სივრცეში მუდამ მადისაღმძვრელი, ტკბილი სუნი ტრიალებს. სწორედ აქ მზადდება საფირმო ცხელი "პონჩიკები", ყველა სახის ხაჭაპური და უგემრიელესი ტკბილეული. პურ-ფუნთუშეულთან ერთად, წარმოდგენილია ადგილზე მომზადებული სხვადასხვა სახეობის ნაყინი.
კაფე „ფუნიკულიორი“ გარშემორტყმულია ვრცელი ტერასით, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი დედაქალაქზე.
სამზარეულო: საცხობი/საკონდიტრო
ადგილის რაოდენობა: 160
სამუშაო საათები:
ორშაბათი 13:00-21:00
სამშაბათი 13:00-21:00
ოთხშაბათი 13:00-21:00
ხუთშაბათი 13:00-21:00
პარასკევი 13:00-21:00
შაბათი 12:00-22:00
კვირა 12:00-22:00